"1998 წლის ოქროს ბურთი? ამ ჯილდოს მივცემდი რონალდოს, დელ პიეროს ან ბატისტუტას. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მე ნამდვილად არ ვყოფილვარ. ეს ჯილდო მოვიგე იმიტომ, რომ ოქროს ბურთის ჟიური ტიტულების მოგებაზეა ჩაციკლული. მოვიგე მუნდიალი, რომლის ფინალში გავიტანე 2 ბურთი, ასევე მოვიპოვე სკუდეტოც...ამ ყველაფერმა გადაწყვიტა ჯილდოს ბედი.
შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა. გადამწყვეტი როლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შესრულებულმა დუბლმა ითამაშა", - განაცხადა მადრიდის რეალის ყოფილმა ფლეიმეიქერმა. 1998 წლის ოქროს ბურთის 3-ეული იყო ასეთი: საფრანგეთის ეროვნული გუნდის 10-იანი, დავორ შუკერი და რონალდო ნაზარიო. ბატისტუტა გავიდა მე-6 პოზიციაზე, დელ პიერო კი მე-16 ადგილზე.











