ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ესტუმრა, 2-1 დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.
მატჩის შემდეგ, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომლებიც მრავლად იყვნენ სტადიონზე და ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს."
"რაც შეეხება თამაშს — ცუდად დავიწყეთ, დაახლოებით მე-20 წუთისთვის უკვე ორი ბურთით ვაგებდით და ჩვენი რეაგირება საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, თუმცა, მეორეში უპირატესობას ვფლობდით და მომენტებიც შევქმენით. პირადად მეც მქონდა ორი კარგი მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ მეკარემ მოიგერია."
"მარტში პლეი-ოფები გვექნება, ჯერ არ ვიცი ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, მაგრამ ვეცდებით, რომ მოვიგოთ და B დივიზიონში შევინარჩუნოთ ადგილი" — განაცხადა ქართველმა შემტევმა.