ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფში ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ, დუბლის ავტორმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა.
"მამაჩემის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი მისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ის ჩემზე ბედნიერია."
"ძალიან მაგრად ვითამაშეთ და ის დავალებები, რომლებიც მწვრთნელმა მოგვცა, ზუსტად შევასრულეთ. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - საქმის მხოლოდ 1% გავაკეთეთ და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ. მეორედ ამ შანსის ხელიდან გაშვება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ტკივილი იქნება."
"ნოემბრის შეკრებაზე არ ვიყავი ფორმაში, რადგან გუნდშიც არ მქონდა სათამაშო დრო და მხოლოდ 1 გოლი იყო ჩემს ანგარიშზე. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - გუნდში მივიღე შანსი, რომელიც გამოვიყენე და კარგ ფორმაში შევედი. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, შემიძლია 90 წუთი დაუღალავად ვირბინო და გუნდს დავეხმარო. მთავარია გოლები გამაქვს, რაც ჩემი საქმეა და ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში ალბათ საუკეთესო პერიოდი მაქვს."
"როდესაც სასტუმროში მივალთ, ერთად ვუყურებთ საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩს. შემდეგ გამარჯვებული გუნდის თამაშს გავაანალიზებთ და ფინალისთვის ჩვენს თამაშს დავგეგმავთ. გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან დღეს საოცარი ატმოსფერო იყო და ვთხოვ, რომ 26-ში იგივე გაიმეორონ" - ბუდუ ზივზივაძე.
ზივზივაძე: "ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და შემიძლია 90 წუთი დაუღალავად ვირბინო"











