ალბანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა.
"მეტოქეს მცირე მომენტები ჰქონდა, საიდანაც ერთი გოლად გარდასახეს და სამწუხაროდ დავმარცხდით. რა თქმა უნდა გვსურდა, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მოგვეგო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ."
"მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ — ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა და ვეცდებით, რომ ნოემბერში სიტუაცია გამოვასწოროთ" — განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











