შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე გახსნეს — თავი მაზამ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს, 48-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევრის დებიუტში, 49-ე წუთზე შერჰანტიმ სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო 58-ე წუთზე კარლსრუეს ნიდერლეხნერმა გაუტანა და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.
10 მატჩის შემდეგ, კარლსრუეს 19 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ ტურში ჰანოვერს ესტუმრება. ბუდუ ზივზივაძე კი 7 გოლით ჩემპიონატის თანაბომბარდირია.









