მატჩის მე-6 წუთზე, სტუმრები უკვე 0-2 იგებდნენ, დუბლის ავტორი კი მატანოვიჩი გახდა, რომელმაც მასპინძლებს შეხვედრის დასაწყისში ცივი შხაპი გადაასხა, თუმცა ჰამბურგმა თამაშში დაბრუნება მალევე მოახერხა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ორ წუთიან მონაკვეთში შეძლეს — 33-ე წუთზე გოლი ჯატამ გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე, ბენესიმ აღადგინა წონასწორობა.
შეხვედრის მეორე ტაიმი კი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო, მატჩის 46-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის საჯარიმოში, ბრძოლაში ორი მეტოქე ჩამოიშორა და მისი გუნდი წინ გაიყვანა, 2-3! ქართველი ფორვარდისთვის ეს ამ სეზონში რიგით მე-6 გოლი იყო. საბოლოოდ კი შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 3-4 დასრულდა.
29 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი მძიმე ბრძოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. კარლსრუესთვის ეს მიჯრით მესამე გამარჯვება იყო. კრისტიან აიშნერის გუნდი მე-8 ადგილზე გადავიდა.









