ძირითად შემადგენლობაში იყო კარლსრუეს ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბუდუმ ერთ-ერთ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
13 ტურის შემდეგ, კარლსრუეს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, მას მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, რითაც ლიდბერგთან ერთად ჩემპიონატის თანაბომბარდირია.









