ჩემპიონთა ლიგის სეზონი თავის დასასრულს უახლოვდება. მილანის ინტერის სახით, ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე ვიცით და დღეს პარის სენ-ჟერმენი და ლონდონის არსენალი დარჩენილი საგზურისთვის იბრძოლებენ. სეზონის დასასრულია მოახლოებასთან ერთად, შეგვიძლია რამდენიმე შეჯამების გაკეთებაც.
საინტერესოა, რომელმა მეკარემ გააკეთა ყველაზე მეტი სეივი ჩემპიონთა ლიგის სეზონის დაწყებიდან - დღემდე? პირველ ადგილს 52 მოგერიებით ტიბო კურტუა ინარჩუნებს. საინტერესოა, რომ მის მიუახლოვდა "ნერაძურის" გოლკიპერი, იან ზომერი, რომელსაც 1 სეივით ნაკლები აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ შვეიცარიელ მეკარეს ელის ფინალური მატჩიც, არაა გამორიცხული, მან ბელგიელი კონკურენტი ჩამოიტოვოს. საინტერესოა ისიც, რომ მეაცას ბინადრების გოლკიპერის ანგარიშზე არის 7 მშრალად შენახული შეხვედრა, რაც მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია.
სამეულს ხურავს ბირმინგემის ასტონ ვილას მეკარე, ემილიანო მარტინესი - 50 სეივი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პლეიოფში გასული კლუბების გოლკიპერთა შედეგები, მოგერიებული ბურთების მაჩვენებლით.
პლეიოფში გასული გუნდების მეკარეები ყველაზე მეტი სეივით
| მეკარე | სეივების რაოდენობა | გუნდი |
| ტიბო კურტუა | 52 | რეალი |
| იან ზომერი | 51 | ინტერი |
| ემილიანო მარტინესი | 50 | ასტონ ვილა |
| გრეგორ კობელი | 41 | დორტმუნდი |
| ანატოლი ტრუბინი | 41 | ბენფიკა |
| ვალტერ ბენიტესი | 41 | პსვ |
| ტიმონ ველენროიტერი | 41 | ფეიენოორდი |
| სიმონ მინოლე | 36 | ბრიუგე |
| ჯანლუიჯი დონარუმა | 33 | პსჟ |
| იან ობლაკი | 32 | ატლეტიკო |









