L'ÉQUIPE-ის ოფიციალური გვერდი, ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც 10-ქულიანი სისტემით 8 ქულა დაიმსახურა.
დავითაშვილმა ოსერის წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიკით გამოირჩა, მისმა სენტ-ეტიენმა კი მეტოქე 3:1 დაამარცხა.