საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა სტ.ეტიენსა და ლიონს შორის შედგა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაძაბული გამოდგა.
სტ.ეტიენმა ანგარიში პირველვიე წუთებზე გახსნა, ტაიმის მიწურულს კი გულშემატკივარმა გევრდით არბიტრს სანთელება ესროლა, რის გამოც შეხვედრა შეწყდა.
დაახლოებით 30 წუთიანი შესვენების შემდეგ, მატჩი განახლდა. მეორე ტაიმში სტ.ეტიენი თამაშს აკონტროლებდა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მალევე ლიონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და სტ.ეტიენმა 2:1 მოიგო.
დავითაშვილიც და მიქაუტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ჟორჟმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მათი გუნდების მიზანი განსხვავებულია. სტ.ეტიენი წელს გადარჩენისთვის, ლიონი კი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.









