ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა მოედანზე გაატარა 85 წუთი და ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო. "ლურჯ-წითლები" აგროვებენ 30 ქულას და რჩებიან მე-4 პოზიციაზე, ლიდერ სანტანდერის რასინგთან ჩამორჩენა კი 7 ქულას შეადგენს.
La Liga 2
ზუსტად შესრულებული პენალტი და უმაღლესი შეფასება - ქოჩორაშვილის მორიგი კარგი მატჩი

ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში ლევანტემ საკუთარ კედლებში მიიღო კორდობა, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. აღსანიშნავია, რომ თამაშის 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1, "ბაყაყების" სასარგებლოდ დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილმა ზუსტად შეასრულა. სამწუხაროდ, უპირატესობის შენარჩუნება ვალენსიელებმა ვერ შეძლეს: 94-ე წუთზე პენალტი უკვე მათ კარში გავიდა.










