პირს მორგანმა კრიშტიანუ რონალდუსთან მორიგი ინტერვიუ ჩაწერა. საუბარს არ ჩაუვლია მანჩესტერ იუნაიტედის ხსენების გარეშე და პორტუგალიელმა ფორვარდმა ყოფილი კლუბი კვლავ გააკრიტიკა. მისი თქმით, "წითელი ეშმაკები" ინგლისის ჩემპიონატის მოგებისგან ძალიან შორს არიან.
"არსენალს ნამდვილად შეუძლია პრემიერ ლიგაში ჩემპიონობა, გუნდი კი, რომელიც ამ ყველაფრისგან ძალიან შორს არის, მანჩესტერ იუნაიტედია. სამწუხაროა, რადგან ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი. მათ სჭირდებათ ჭკვიანი ხალხი, რომელიც "წითელი ეშმაკების" სამომავლო ფუნდამენს ააშენებს.
წლების წინ, ოლდ ტრაფორდზე მოხდა ზუსტად ეს, როდესაც ბექჰემისგან, კინისგან, ნევილებისგან, ბატისგან და სხვებისგან ვარსკვლავები შექმნეს. ისინი იყვნენ წარმატებას მოწყურებული ახალგაზრდები, რომლებმაც დიდ მწვერვალებს მიაღწიეს."









