ვესტფალიელები ფავორიტებად მოიაზრებიან და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში ხელს სწორედ მათ უწყობს. რა იქნება ამ გუნდის მაქსიმუმი წელს? ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლა, გერმანიის ჩემპიონატში კი ამჟამინდელ ადგილზე, 4-ეულში დამკვიდრება. დღეს, "შავ-ყვითლებს" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით.
მართალია, შინაურ კედლებში ნათამაშებმა ფრემ "ფერმერების" შანსები შეამცირა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გუნდი ჩამოწერილია. ისინი აუცილებლად იბრძოლებენ, მათ ეს შეუძლიათ, მიმდინარე სეზონის მსვლელობამ ამაში უკვე დაგვარწმუნა. ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის გარდა, "თეთრ-წითლებს" არაფერზე აქვთ სადარდებელი, შიდა ჩემპიონატში ისინი 10-ქულიანი სხვაობით არიან პირველ პოზიციაზე.

ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "მართალია, გასვლაზე ნათამაშები ფრე და შინაურ კედლებში თამაშის ფაქტორი გვაძლევს გარკვეულ უპირატესობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქმე ბოლომდე გვაქვს მიყვანილი. პსვ აუცილებლად იბრძოლებს და ჩვენ ეს ყველაფერი გააზრებული გვაქვს".
პეტერ ბოში (პსვ-ს მწვრთნელი): "ურთულესი შეხვედრა გველის და ისიც ვიცით, რომ დორტმუნდს გარკვეული უპირატესობა აქვს. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ დანებებას. ბოლომდე ვიბრძოლებთ და მოედანზე ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩემი მოთამაშეების შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვარ".
დორტმუნდის ბოლო 5 მატჩი: ვერდერი-დორტმუნდი 1:2, უნიონი-დორტმუნდი 0:2, დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:3, პსვ-დორტმუნდი 1:1, ვოლფსბურგი-დორტმუნდი 1:1
პსვ-ს ბოლო 5 მატჩი: იგლსი-პსვ 0:1, პსვ-ფეინოორდი 2:2, ზვოლე-პსვ 1:7, პსვ-დორტმუნდი 1:1, პსვ-ჰერაკლესი 2:0
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი: კობელი, ჰუმელსი, სულე, რიერსონი, მაატსენი, ჯანი, საბიცერი, როისი, ბრანდტი, სანჩო, ფულკრუგი.
დანაკლისი: ალერი, პოლმანი.
პსვ: ბენიტესი, შუტენი, ბოკალი, ტეზე, დესტი, ტილმანი, საიბარი, ვერმანი, ბაკაიოკო, ლოზანო, დე იონგი.
დანაკლისი: ლენგი, ლედესმა.

![[პრევიუ] მატჩი, რომელიც დასამახსოვრებელ სანახაობას გვპირდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FWcr6UQCRbCzGAiNWk9iZO2PnOZyxft3k.webp&w=3840&q=75)









