eLiga Georgia გრძელდება! მეორე ტურში სულ 4 მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
გუშინ გამართულ მატჩებში გამარჯვება იბერიასა და ლოკომოტივს დარჩათ, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ სათამაშო დღეს, მაყურებელმა დინამოების დერბი იხილა, სადაც გამარჯვება თბილისურ გუნდს დარჩა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, გორის დილამ რუსთავს საკმაოდ სანახაობრივ დაპირისპირებაში აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ტურის მატჩები:
მეშახტე 3-9 იბერია 1999
ტორპედო ქუთაისი 3-4 ლოკომოტივი თბილისი
დინამო ბათუმი 3-4 დინამო თბილისი
დილა გორი 6-4 რუსთავი
სატურნირო ცხრილი:
მაყურებელი მომდევნო ტურის მატჩებს 9-10 თებერვალს იხილავს.
eLiga Georgia-ს შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ხილვა ტურნირის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი - GCFF.ge.
ვიდეო კონტენტის ხილვა კი საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებზეა შესაძლებელი.















