პოლონეთში მიმდინარე OKTAGON 86-ზე ამირან გოგოლაძემ ამ ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონი, იონ სურდუ ნოკაუტით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა მებრძოლმა მოლდოველი მოწინააღმდეგე დააფინიშა პირველი რაუნდის ბოლოს, რითაც კარიერაში მე-18 მოგება ჩაიწერა.
გამოსარჩევია "სნაიპერის" ბრწყინვალე სერია, რომელიც ზედიზედ ოთხ გამარჯვებას მოიცავს. უდიდესი ალბათობით, მისი შემდეგი ბრძოლა იქნება სატიტულო, კაიკ ბრიტოს წინააღმდეგ.














