ცნობილია იმ მებრძოლების ვინაობა, ვინც RKENA 3-ზე იბრძოლებენ. აღნიშნული ივენთი გაიმართება 16 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში. მაყურებელს ელის 10 ჩხუბი, 6 პრელიმზე, 4 კი მეინ ქარდზე. მთავარ ბრძოლაში ვიხილავთ ქართული MMA-ს ვეტერანს, რაულ თუთარაულს, რომლის მოწინააღმდეგე იქნება UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლუკას ალმეიდა.
ბრაზილიელი მებრძოლი UFC-ში გამოდიოდა 2022 - 2025 წლებში და მან ორ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ ამერიკელი მებრძოლის სადებიუტო ჩხუბი მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ივენთის საუკეთესო ბრძოლად დასახელდა. სრული ქარდი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.














