4 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ს მორიგი ივენთი გაიმართება. გულშემატკივარი MMA-ში 10 ბრძოლას იხილავს.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა UFC-ს პირველი ქართველი მებრძოლის ლევან მაყაშვილის დაპირისპირება იქნება. ასევე მთავარ ქარდზე იასპარეზებს ცოტნე სულთანიშვილი.
სპორტის სასახლეში შეკრებილი მაყურებელი ოქტაგონზე წარმატებულ ქართველ ვეტერან ძიუდოისტს,ბექა ღვინიაშვილს იხილავს.
ბოლო 3 კვირაში მეორე ბრძოლას გამართავს ლაშა მესხი.
IFC 23 - 4 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.















