UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის შესახებ გადაღებული ფილმის, - „თოფურია მატადორი“ წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია SMH Sports-ი, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა მოეწყო.
ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე, SMH Sports-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი, ილია თოფურიას ოჯახის წევრები, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოკრივე ლაშა გურული, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი და სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა სპორტსმენები დაესწრნენ.
ჩვენების დაწყებამდე აუდიტორიას შალვა გოგოლაძემ, ლაშა მაჭავარიანმა და ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, მიმართეს.
ფილმში "თოფურია მატადორი” - გადმოცემულია ჩემპიონის ამბავი, თუ როგორ შეძლო, ნებისყოფით, შეუპოვარი და დაუღალავი შრომით ქართველმა ბიჭმა მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლად ჩამოყალიბება. ფილმი დეტალურად ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებსა და იმ წარმოუდგენელ სირთულეებს, რისი დაძლევაც ილია თოფურიამ შეძლო.

თოფურია მატადორი - სპორტულ თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ჟანრის ფილმია, რომლის რეჟისორია Giampaolo Manfreda.
გზა ომიდან - ჩემპიონობამდე, პირველი ნაბიჯები სპორტში, სამშობლოს დატოვება,სირთულეების დაძლევა, ვარჯიშის გაგრძელება, ბრძოლა ჩემპიონობისთვის და გამარჯვება, - ფილმი UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ცხოვრების შესახებ გვიყვება.
ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის "თოფურია მატადორის“ სამოტივაციო წყაროზე ისაუბრეს ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანი-თოფურიამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, SMH Sports-ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა კრივში ლაშა გურულმა:
ინგა ბენდელიანი-თოფურია: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური იყო ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრა, როგორს პროფესიონალი სპორტსმენების დედისთვის. დიდ მადლობას ვუხდი ყველას ამ იდეისთვის, იმიტომ რომ აქ გამზადებული მასალა, იმისთვის რომ ბევრად უფრო მოტივირებულნი იყვნენ. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არის ყველა რესურსი იმისათვის რომ ბავშვებს MMA-ში გზა გახსნილი აქვთ, საქართველოს 2 ვარსკვლავი ჰყავს ამ ხეობაში. ახალგაზრდა სპორტსმენებმა ნახეს, რომ ყველაფერი საკუთარ თავზეა დამოკიდებული, თუ იშრომებ ყველაფერს შეძლებ, რასაც ილია და სხვა დიდი სპორტსმენები ამბობენ."

შალვა გოგოლაძე: სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა სპორტსმენებმა ილია თოფურიას შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უყურეს. მინდა მადლობა გადავუხადო ილია თოფურიას ადა მის ოჯახს, რომ ჩვენ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვთ ასე ფილმს უყურონ. ფილმი გვიყვება თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო იმ დიდი წარმატებას, რაც ილიამ შეძლო. „ფილმში "თოფურია მატადორის“ შვენებას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ახალგაზრდა სპორტსმენებს მივცემთ შანსი უყურონ ილია თოფურიას შესახებ გადაღებულ ფილმს.
ლაშა მაჭავარიანი: „ ფილმის საქართველოში წარდგენა მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამინისტროს ინიციატივა ილია თოფურიას შესახებ გადაღებული ფილმი ნახონ ახალგაზრდა სპორტსმენებმა. მათ ცხოვრების წესსა და ცნობიერზე დადებითად აისახება და გახდება ინსპირაცია შრომისა და ბრძოლის. სპორტული სულისკვეთებით გამსჭვალულმა ახალგაზრდებმა ერთად ნახეს ეს ფილმი და შემდეგ უკვე ერთად იმსჯელებენ, გაატევინებენ დასკვნებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება მათ ცხოვრებას და კარიერულ ზრდაზე."
ლაშა გურული: "ეს ფილმი გვიყვება იმ სირთულეებზე, რაც ოქტაგონს მიღმა ხდება, ჩემთვის ილია თოფურიას ცხოვრება მთლიანად ფილმი და მოტივაციაა. ამ ადამიანმა დაგვანახა , რომ შეუძლებელი არაფერია, უნდა გჯეროდეს და ხედავდე იმას რაც ნამდვილად გინდა. ეს ფილმი დამატებითი მოტივაცია იქნებ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ყველას წარმატება ვუსურვებ.
ილია თოფურია ჩემი ბავშვობის მეგობარია და არ თქმა უნდა ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ ჩემი მეგობარი სუპერ ვარსკვლავია, ის ჩემთვის დიდი მოტივაციაა და მეც არ ვაპირებ გაჩერებას."
"თოფურია მატადორი” დამატებითი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა 17 წლის მარიმ ნანავასთვის. მარიამი კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონია (U19), - კუდოში (იაპონურ საბრძოლო ხელოვნება) ევროპის ჩემპიონია, ახალგაზრდა სპორტსმენი ასევე ასპარეზობს MMA-ში.

მარიამ ნანავა: “ილია თოფურიას სპორტული კარიერა ჩემთვის სამაგალითოა და ზოგადად სამაგალითო პიროვნებაა, ოქტაგინზეც და ოქტაგონს მიღმაც. ძალიან საინტერესო ფილმი იყო და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე თუ რამდენი შრომა და ბრძოლაა საჭირო წარმატებისთვის. ილია თოფურიამ დაგვანახა, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და თუ მოვინდომებთ ყველაფერს მივაღწევთ, ამ ფილმმა კი დამატებითი მოტივაცია მომცა და მინდა ჩემ თავს ხმამაღლა ვუთხრა, რომ მეც შემიძლია და აუცილებლად შევძლებ გავხდე დიდი სპორტსმენი. მადლობას ვუხდი სპორტის სამინისტროს ფილმის ჩვენებისთვის.”
ილია თოფურიამ MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა. მიმდინარე წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში UFC 308-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ამერიკელ მაქს ჰოლოუეის სძლია და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. აღსანიშნავია, რომ MMA-ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ილია თოფურიამ ყველა ბრძოლა მოიგო.

















