მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 ბრძოლაში იმარჯვა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ჯონ ჯონსს, ჟორჟ სენტ-პიერს, დემეტრიუს ჯონსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და მაქს ჰოლოუეის. ქართველ ჩემპიონს ზემოაღნიშნული მებრძოლებისგან განასხვავებს ის, რომ მისი მოგებათა სერია აქტიურია.
"მანქანაზე" შთამბეჭდავი გამარჯვებათა სერია აქვს მხოლოდ სამ მებრძოლს - ანდერსონ სილვას (16), კამარუ უსმანსა (15) და ისლამ მახაჩევს (15). ამ სამეულიდან აქტიური სერიით მხოლოდ დაღესტნელი მებრძოლი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში შესაძლოა ახალი რეკორდსმენიც ვიხილოთ.
ლეგენდარული ბრაზილიელი ჩემპიონის გადასწრების ყველაზე კარგი შანსი ამ ეტაპზე აქვთ სწორედ დვალიშვილსა და მახაჩევს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მათი მოგებათა სერია აქტიურია. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, UFC-ში მას ჯერჯერობით ზედიზედ 8 მოგება აქვს.
ყველაზე გრძელი მოგებათა სერია UFC-ში
| მებრძოლი | ზედიზედ მოგებული ბრძოლების რაოდენობა |
| ანდერსონ სილვა | 16 |
| კამარუ უსმანი | 15 |
| ისლამ მახაჩევი | 15 (აქტიური სერია) |
| ჯონ ჯონსი | 13 |
| ჟორჟ სენ-პიერი | 13 |
| დემეტრიუს ჯონსონი | 13 |
| ხაბიბ ნურმაგომედოვი | 13 |
| მაქს ჰოლოუეი | 13 |
| მერაბ დვალიშვილი | 13 (აქტიური სერია) |















