ცნობილია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრანდ სლემზე. აზერბაიჯანის დედაქალაქი ტურნირს 16-18 თებერვალს უმასპინძლებს. შეჯიბრზე ამ დროისთვის 48 ქვეყნის 258 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
ბაქოში საქართველოს ღირსებას 21 ძიუდოისტი დაიცავს.
კაცები:
ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი (ორივე - 73 კგ.), კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი (ორივე - 81 კგ.), აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი (-90 კგ.), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი (ორივე – მძიმე წონაში);
ქალები:
ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი, რეჯინა უთნელიშვილი ( ორივე - 63 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოდან 21 ძიუდოისტი იასპარეზებს














