Brave CF-ის 96-ე ღონისძიებაზე ბიძინა გავაშელიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მარსიანო ფერეირასთან დამარცხდა. მაყურებელმა იხილა საკმაოდ ახლო ჩხუბი და იყო მომენტები, როდესაც ქართველი მებრძოლი თავის ბრაზილიელ მეტოქეზე დომინირებდა.
სამწუხაროდ, გამარჯვების მოსაპოვებლად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ოქტაგონიდან მოგებული ფერეირა გამოვიდა. ეს იყო რიგით მე-18 ჩხუბი გავაშელიშვილის კარიერაში. მისი მონაგარი ასეთია: 13 მოგება და 5 წაგება.















