ცნობილია, თუ როდის გამართავს შემდეგ ბრძოლას ბიძინა გავაშელიშვილი და ვინ იქნება მისი შემდეგი მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი მოხდება Brave FC-ის 96-ე ღონისძიებაზე 7 ივნისს, ლიუბლიანაში. ქართველი მებრძოლის მეტოქე მარსიანო ფერეირა იქნება.
ბრაზილიელი მებრძოლის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 4 მარცხი არის. საინტერესოა ისიც, რომ 2022 წლის მაისიდან - 2023 წლის დეკემბრამდე 31 წლის მებრძოლს ჰქონდა მოგებათა სერია, რომელიც მოიცავდა 6 ჩხუბს, მაგრამ თავის ბოლო ბრძოლაში მან დიას იერენგაიპოვთან წააგო.















