7 ივნისს, ჩვენი დროით 22:00 საათიდან დაიწყება Brave CF-ის რიგით 96-ე ღონისძიება, რომლის მონაწილე ბიძინა გავაშელიშვილი იქნება. ქართველი მებრძოლის მეტოქე მარსიანო ფერეირა არის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან.
განვლილი გზა
ეს იქნება რიგით მე-18 ბრძოლა გავაშელიშვილის კარიერაში და მე-3 უშუალოდ Brave CF-ში. მისი სტატისტიკა ასეთია - 14 გამარჯვება და 3 წაგება. ქართველმა მებრძოლმა 6-6 ჩხუბი მოიგო საბმიშენით, 2 კი ნოკაუტით. რაც შეეხება ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებებს, ამ მომენტისთვის ბიძინას კარიერაში არის 2 ზედიზედ.
ამ მხრივ 26 წლის მებრძოლის საუკეთესო შედეგი იყო კარიერის სტარტზე და 2018 - 2021 წლებში, როდესაც ის გამარჯვებული ზედიზედ 5-5 ჩხუბში გამოვიდა. რაც შეეხება Brave-ში მოპოვებულ მოგებებს, გავაშელიშვილმა მაგომედ იდრისოვი და ერასულ შუკატაევიდაამარცხა.
ვინ არის მეტოქე?
გავაშელიშვილის მოწინააღმდეგე არის მარსიანო ფერეირა, რომელიც კარიერაში ასევე მე-18 ბრძოლას ატარებს. მისი სტატისტიკა ასეთია - 13 მოგება და 4 წაგება, უშუალოდ
Brave-ში კი ბრაზილიელმა მებრძოლმა დაამარცხა მხოლოდ ერთი მეტოქე, ედილსეუ ალვეში. რაც შეეხება მის ბოლო ჩხუბს, 32 წლის მებრძოლმა დიას იერენგაიპოვთან წააგო.
ფერეირამ თავისი ბრძოლების უმეტესობა, უფრო კონკრეტულად კი ექვსი მოიგო ნოკაუტით, ხუთი მსაჯების გადაწყვეტილებით, ორი კი საბმიშენით. ასეთია ქართველი მებრძოლის ბრაზილიელი მეტოქისმონაგარი.















