სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი, 8 მაისს იმავე დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს - შონ ო'მალის მეორეჯერ დაუპირისპირდება. ჩვენთვის ნათელია მათი უკანასკნელი ბრძოლის შედეგები, რომელშიც "მანქანამ" ამერიკელი მებრძოლის დამარცხება 5 რაუნდიანი დომინირების ხარჯზე შეძლო. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფანთა უმრავლესობათა აზზრზე დაყრდნობით, ო'მალი პირველ შეხვედრაში შესაბამის ფორმაში არ იმყოფებოდა და მისი მარცხის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, შონის ნალაპარაკებიდან ვიგებთ, რომ მის წარუმატებლობას უკან სრულიად განსხვავებული ფაქტორი ედგა.
"თავდაპირველად, მკერდზე საშინელი რამ მეხატა და გადავწყვიტე, ეს ყოველივე ბუს ტატუთი შემეცვალა. პიოტრ იანთან ბრძოლამდე, სახლიდან მზის ჩასვლას ვუყურებდი, როცა დიდი ბუ ჩემს წინ, ხის მოაჯირზე ჩამოჯდა. თავიდან ძალიან შევშინდი, რადგან მეგონა, რომ ეს ცუდის ნიშანი იყო. ჩემს სახლთან ძალიან ბევრი ბუ ცხოვრობს და მათ ყოველდღიურად ვამჩნევ. მერაბთამ ბრძოლამდე 10 დღით ადრე ჩემს ეზოში მკვდარი ბუ დავინახე და დანახვისთანავე გავაანალიზე, რომ ცუდის მომასწავებელი იქნებოდა და მივხვდი, რომ ეს ბრძოლა ჩემი უბრალოდ არ იყო."















