UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა - ჩარლზ ოლივეირამ, "MMA Junkie"-სთან ინტერვიუში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შესაძლო ორთაბრძოლა განიხილა. მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ იგი ფავორიტად სწორედ ქართველ ჩემპიონს მიიჩნევს.
უახლოეს მომავალში, "ელ მატადორი", სავარაუდოდ, 70კგ წონითი კატეგორიის დროებით ჩემპიონს - ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. გეიჯიმ ზემოხსენებული ტიტული მიმდინარე წელს, UFC 324-ზე, პედი პიმბლეტის დამარცხებით მოიპოვა.
ოლივეირას ორივე მებრძოლთან აქვს გამოცდილება - გასული წლის ივნისში UFC 317-ის სატიტულო ბრძოლაში დამარცხდა ილია თოფურიასთან, ხოლო საკუთარი ჩემპიონობის პერიოდში, UFC 274-ზე გეიჯის მახრჩობელათი მოუგო.
" ბრძოლა ბრძოლაა, მაგრამ ჩემ ფულს თოფურიაზე დავდებ. "
ბრაზილიელი 7 მარტს, ლას ვეგასში, UFC 326-ის მთავარ ღონისძიებაში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება BMF ქამრისათვის. გამარჯვება მას ,რა თქმა უნდა, კვლავ საჩემპიონო ქამართან დაახლოვებს, თუმცა ოლივეირა ხაზგასმით ამბობს, რომ შურისძიების სურვილი ნამდვილად არ აქვს.
"რევანშებზე არ ვფიქრობ. მინდა ვიბრძოლო, მოვიგო და ჩემპიონი გავხდე. ვისაც ქამარი ექნება, იმას შევხვდები."
მსუბუქ წონაში ვითარება იძაბება და თოფურია–გეიჯის დაპირისპირებამ შესაძლოა დივიზიონის მომავალი განსაზღვროს.















