გიგა ჭიკაძემ აწონვების ცერემონიალზე მსუბუქი დივიზიონისთვის განსაზღვრული წონა ვერ ჩააბარა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში ლიმიტი არის 66.2 კგ, მაგრამ ქართველი მებრძოლისთვის სამწუხაროდ, მან 450 გრამით მეტი დააფიქსირა. ცერემონიალის შემდეგ, მას მიეცა დამატებითი 1 საათი წონის ჩასაბარებლად.
"ნინძა" აღარ გასულა აწონვაზე, თუმცა დავიდ ონამასთან ბრძოლის გამართვას საფრთხე არ ემუქრება. ჩხუბი შედგება, მაგრამ ერთი ახალი პირობით: 36 წლის მებრძოლს თავისი უგანდელი მეტოქისთვის ჰონორარის 20%-ის დათმობა მოუწევს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭიკაძისა და "ჩუმი ასასინის" ბრძოლა გაიმართება 27 აპრილს, ჩვენი დროით 07:00 საათზე.















