"ჩვენ ახლახან დავდეთ გარიგება - კრივის ახალი ლიგის შექმნა ალალშიხთან ერთად, რომელსაც სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარს. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. კრივის დროშას გადავცემ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ ამ ყველაფერს კარგად გაუმკლავდეს. ახლა ჩვენ წინ რთული სამუშაო გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ფანებს შესანიშნავ ლიგას აჩუქებს და კრივს დიდებულს კვლავ გახდის", - ასე გამოეხმაურნენ UFC-ის პრეზიდენტი და არაბი პრომოუტერი ამ ინიციატივას.
შეგახსენებთ, რომ TKO-ს პრეზიდენტმა, მარკ შაპირომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა საუდის არაბეთის მხარესთან, იმისთვის რომ კრივის ახალი ლიგა დაეფინანსებინათ. ამერიკელმა პრომოუტერმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ვიხილოთ ორი დიდ ქარდიც: 2025 და 2026 წლებში.
"ეს არის სტრატეგიული შესაძლებლობა კრივის გლობალურად განვითარებისთვის. TKO-ს აქვს დიდი გამოცდილება, მარკეტინგული უნარები და გრძელვადიანი ურთიერთობები. ალალშიხი იზიარებს ჩვენს ხედვას ამჟამინდელი მოდელის განვითარების შესახებ", - ამბობს შაპირო.