UFC 316-ზე მოპოვებული გამარჯვების და საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
ქართველმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასვენებას საქართველოში გეგმავს ჩამოსვლას, შემდეგ კი ამერიკაში ილია თოფურიას მხარდასაჭერად დაბრუნდება.
"1 კვირით ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად საქართველოში ჩავალ, შემდეგ კი აზერბაიჯანს ვესტუმრებით. ამერიკაში ილია თოფურიას მხარდასაჭერად დავბრუნდები და შემდეგი ბრძოლისთვისაც დავიწყებ მზადებას"
ილია თუფურია 29 ივნისს, UFC 317-ზე ახალ წონაში იასპარეზებს და მისი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება. მერაბ დვალიშვილმა დღევანდელი ბრძოლის მოსამზადებელ ეტაპზეც ისაუბრა და დახმარებისთვისალჯამეინ სტერლინგს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
"მოსამზადებელ ეტაპზე დახმარებისთვის, მინდა ალჯამეინ სტერლინგს მადლობა გადავუხადო, რომელიც კვირაში 3-ჯერ იყო ჩემი სპარინგ პარტნიორი. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ბრძოლაში მიღებული ბონუსი მას უნდა გავუყო, თან ახლა დაოჯახდა და მალე ქორწილი ექნება"















