23 წლის მებრძოლი დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე შვიდიდან შვიდი გამარჯვება არის. მან სამი ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, სამიც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ერთი კი საბმიშენით. შაინიძემ ბოლო ჩხუბი ჩაატარა 22 მარტს, ჩინურ ორგანიზაცია JCK Fight Night-ზე, მან ჯინბო ლის მოუგო.
ამის გარდა, ქართველი მებრძოლი GFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონიც არის. აქვე დავამატებთ, რომ მან შვიდივე ბრძოლა სულ რაღაც 2.5 წელიწადში გამართა, 2022 წლის სექტემბრიდან - 2025 წლის მარტის შუალედში.

















