ჩვენთვის უკვე ნაცნობია, რომ თავდაპირველად, სატიტულო ჩხუბის ჩანიშნვნა, დაღესტნელი მებრძოლის ინიციატივა იყო. უმარის მსგავსი პოზიცია რა თქმა უნდა გასაგებია, რადგან იგი რეიტინგით მეორეა სუპერ-მსუბუქ წონაში და მისთვის ქამარზე ჩხუბი ამჟამად საუკეთესო ვარიანტია. მიუხედავად ამ ბრძოლის მოთხოვნადობისა, მერაბი თვლიდა, რომ ნურმაგომედოვს ეს გამოწვევა თავისი გამოუცდელობის გამო არ ეკუთვნოდა და მისთვის საჩემპიონო ჩხუბი ადრე იყო, თუმცა დანა უაითის განცხადებით ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ორთაბრძოლა მერაბის ვიზიტის გამო ჩაინიშნა.
"მერაბი ჩვენს ოფისში გუშინ, გვიან ღამით მოვიდა და გვითხრა: დავიღალე უმარის უპატივცემულობის მოსმენით, რაც შეიძლება მალე მაჩხუბეთ მასთან." - განაცხადა UFC-ს პრეზიდენტმა უკანასკნელ პოსტში, თავის სოციალურ გვერდზე.
"რაც შეეხება უმარს, იგი დაღესტანში იყო. რომ დავურეკე ეძინა და მანაც თანხმობა იმავდროულად განაცხადა და თქვა, რომ იჩხუბებდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას."
Makhachev vs Tsarukyan and Dvalishvili vs Nurmagomedov is LIVE January 18th from @intuitdome, California! #UFC311 pic.twitter.com/XZuAFUYAyC
— danawhite (@danawhite) December 5, 2024
UFC 311-ს კალიფორნიაში, 19 იანვარს წარიმართება. საინტერესოა რა შედეგებით დასრულდება ქართველი და ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლის ჯახი და შეძლებს თუ არა უმარ ნურმაგომედოვი შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევას ჩემპიონის წინააღმდეგ.















