დერნი UFC-ში დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით მოვიდა, მან UFC-ში ზედიზედ ორი მოგებაც მოიპოვა, თუმცა რიბასი აღმოჩნდა პირველი მებრძოლი, რომელმაც მას მარცხი აწვნია. დერნი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, თუმცა ამჯერად მოგების სერიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 5 ბრძოლიდან 3-ში დამარცხდა. რამდენადაც კარგია დერნი მიწაზე, იმდენადვე სუსტი იყო ის დგომში. ამაზე ბევრი იმუშავა და ოდნავ გამოასწორა კიდეც, თუმცა დაცვას ბევრი ვერაფერი მოუხერხა. მაკენზი ძალიან ბევრ დარტყმას იღებს უაზროდ და ბრძოლების უმეტესობას სწორედ დგომში აგებს.

რიბასი დგომში ბევრად უკეთესია, მეტიც - დერნთან შედარებით უკეთესი კი არა, საკმაოდ კარგი სტრაიკერია. მას გდებებისგან ძალიან კარგი დაცვა აქვს და ჭიდაობის მხრივ შეტევაშიც ძალიან კარგია. ლუპიტა გოდინესთან მოგებას დერნს არ ვუკარგავ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რიბასი სტილისტურად უბრალოდ ცუდი ბრძოლაა მისთვის და მოგება წესით ვერ უნდა მოახერხოს.

მაკენზი დერნი წინასაბრძოლო პრესკონფერენციაზე
სანტიაგო პონზინიბიო VS. კარლსტონ ჰარისი
Co-main ივენთში სანტიაგო პონზინიბიო კარლსტონ ჰარისს დაუპირისპირდება. რთულია სანტიაგოს წინააღმდეგ წახვიდე, თუმცა მასთან მიმართებაში ასაკი უკვე გასათვალისწინებელი ფაქტორია. უკანასკნელი გამარჯვება მან ორი წლის წინ ალექს მორონოს წინააღმდეგ მოიპოვა. მას შემდგომ კი კევინ ჰოლანდთან და მუსლიმ სალიხოვთან დამარცხდა. კი, ორივე ელიტარული სახელია, განსაკუთრებით სტრაიკინგში, მაგრამ არც ჰოლანდია პრაიმში და არც სალიხოვია ახალგაზრდა. ჰარისი ნაკლებად გამოცდილია, ასაკით კი ისინი დაახლოებით ტოლები არიან, თუმცა ჰარისს ბევრად ნაკლები ომი აქვს გამოვლილი, ასე რომ, მასზე ასაკი დაეწიაო ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მისი რეკორდი UFC-ში 4-2-ზეა.

ორივე ბრძოლა მან ნოკაუტით წააგო - ჯერ ტიტულის პრეტენდენტ შავკატ რახმონოვთან, შემდგომ კი ქაოს უილიამსთან. შესაძლოა უილიამსი საჩემპიონო დონის მებრძოლი ჯერ არ არის, მაგრამ ნამდვილად კარგი ბიჭია და მასთან წაგებას ჰარისს უდიდეს მინუსად ვერ ჩავუთვლი. პონზინიბიოს დანოკაუტება შეუძლია - ჰარისი კი დანოკაუტებადია, შესაბამისად, გამორიცხული არაფერია, თუმცა, მაინც ჰარისისკენ უნდა გადავიხარო - პონზინიბიოს ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე.
აბდულ რაზაკ ალჰასანი VS. სეზარ ალმეიდა
ალჰასანი ძალიან კარგი MMA სტრაიკერია, რომელიც თუ ბრძოლას იგებს, ამას ბრუტალური ნოკაუტით აკეთებს, მაგრამ ახლა მის წინაშე ძალიან გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც ალექს პერეირასთან ქიქბოქსინგის რინგი არაერთხელ გაიზიარა და ერთხელ მისი დამარცხებაც მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ალhასანი კარგია დგომში, იგი განეიტრალებადია და ეს, ვინ თუ არა, WGP Kickboxing-ის ყოფილმა ჩემპიონმა და GLORY-ს ქიქბოქსერმა უნდა მოახერხოს. ჩემი აზრით, სეზარმა უნდა შეძლოს მისი ალჰასანის განეიტრალება და ბრძოლის მოგება.

კრის კურტისი VS. რომან კოპილოვი
ჩემთვის ქარდის მთავარი ბრძოლა კრის კურტისისა და რომან კოპილოვის დაპირისპირებაა. ჩემსავით ამ ბრძოლას, ალბათ, სხვა ბევრი გულშემატკივარიც ელოდება, პროგნოზის გაკეთება კი ძალიან რთულია.
რომან კოპილოვი ძირითადად მიწაზე მარცხდება, დგომში კი ძალიან კარგია, მან ალმეიდაც (მებრძოლი, რომელიც უკვე განვიხილეთ) დაამარცხა და მას MMA-ის გაკვეთილი ჩაუატარა. ჯერ გდება გაუკეთა და როდესაც ბრაზილიელი ჭიდაობაზე დააფიქრა, მისი ნოკდაუნში გაშვებაც შეძლო. რამდენად გამოუვა იგივე ისეთ გამოცდილ მებრძოლთან, როგორიც კრის კურტისია, არ ვიცი, მაგრამ კოპილოვი მართლაც ძლიერი მებრძოლია.

პროგნოზის გაკეთებისას კრის კურტისისკენ გადავიხრებოდი, რომ არ მახსენდებოდეს მისი მარცხი კელვინ გასტელუმთან. იმ მომენტისთვის გასტელუმს ბოლო ექვსი ბრძოლიდან ხუთი წაგებული ჰქონდა, 2-წლიანი პაუზის შემდეგ ფორმიდან ამოვარდნილმა მექსიკელმა კურტისი დაამარცხა. გასტელუმი ნამდვილად ელიტარული მებრძოლია და ლეგენდაცაა, მაგრამ კურტის ის ბრძოლა უნდა მოეგო - სწორედ ამ გარემოების გამო უპირატესობის კურტისისთვის მინიჭება ცოტათი მიჭირს.

ოსტინ ბაში VS. კრისტიან როდრიგესი
ფრილანსინგის გამო რეგიონალური MMA-ის ყურება ხშირად მიწევდა, ოსტინი ბაში კი ის მებრძოლია, რომელმაც თავი დამამახსოვრა — 1000-ზე მეტი ბრძოლის ნახვის მიუხედავად. ოსტინი ძალიან მაგარი გრეპლერია. ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ ის 168 სანტიმეტრის სიმაღლისაა, რაშიც ეჭვი მეპარება. იგი 23 წლისაა და ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა ამ ასაკში უკვე სოლიდური რეკორდი — 13-0-ზე აქვს. ბაშიმ LOC-ის ქამარი უკვე მოიპოვა და 2-ჯერ წარმატებითაც დაიცვა. პროფესიონალური კარიერის მეხუთე ბრძოლიდან მოყოლებული გალიას ისეთ ბიჭებთან იზიარებს, რომელთა რეკორდი 6-1, 8-1, 9-3, 7-3, 14-3 არის. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ - მისი რეკორდი მისი დონის შესაბამისია.

ჩემი აზრით, კრისტიან როდრიგესი მან მიწაზე აუცილებლად უნდა დაამარცხოს. როდრიგესს UFC-ში რეკორდი 4-2-ზე აქვს. მას ზედიზედ ოთხი მოგება ჰქონდა და ერთ-ერთ ბრძოლაში ცნობილი რაულ როსას ჯუნიორსაც აჯობა. რაულის დამარცხება მან თეიქდაუნ დიფენსით მოახერხა. როსასი გამუდმებით, ჯიუტად ცდილობდა ფეხში შესვლას, რამაც ის ძალიან დაიღალა. ამ ბიჭმა ზედიზედ სამ დაუმარცხებელ მებრძოლს აგემა პირველი წაგება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბაში სხვა დონეა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრისტიანმა რაული Bantamweight-ში დაამარცხა, აუსტინს კი Featherweight-ში უპირისპირდება. კრისტიანის უკანასკნელი მარცხი - მახრჩობელა ილეთით, სწორედ ქვემსუბუქ წონაში განიცადა.
MMA-ზე სასაუბროდ სხვა პლატფორმებზეც გეპატიჟებით: