"თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ჩემ წინ მდგომ მერაბ დვალიშვილს, ხოლო კუთხეში დამწუხრებულ სტერლინგს და მის მწვრთნელებს, რომლებიც ამბობენ: "ჯანდაბა, ისევ იგივე მოხდა" - შონ ო'მალი.
მოქმედი ჩემპიონის სიტყვებს, სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილი მალევე გამოეხმაურა - ქართველმა მებრძოლმა შონ ო'მალის ურჩია ჩემპიონობით დატკბეს, რადგან ქამარს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.
"მეოცნებევ! თვალები არ გაახილო, ოცნება გააგრძელე და დატკბი ქამრით, რადგან როდესაც თვალებს გაახელ შენ და შენი მწვრთნელები დამწუხრებულები იდგებით და შეხედავთ, როგორ გამიკეთებენ ჩემპიონის ქამარს" - მერაბ დვალიშვილი.



















