"ბრძოლისთვის კარგად ვიყავი მომზადებული და ოქტაგონზე თავს კარგად ვგრძნობდი. ყველა ტექნიკაზე მქონდა ნავარჯიშები და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. რაუნდების შემდეგ უფრო უკეთესად გამოვიყურებოდი და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ბრძოლა რომ 5 რაუნდიანი ყოფილიყო."
"მარკ ზაკერბერგი მაფრთხილებდა, რამდენი დრო იყო დარჩენილი რაუნდის ბოლომდე. მეორე რაუნდის ბოლოს, სეხუდოს დაფინიშება შემეძლო საბმიშენით, მაგრამ მარკთან საუბარში ცოტა გავერთე."
"შემდეგი ბრძოლა ქამარზე მექნება და მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების. რაც უფრო მეტ ბრძოლას ვატარებ, უფრო უკეთესი ვხდები - დღეს ისე დასრულდა 3 რაუნდი, სუნთქვაც კი არ გამჭირვებია."
"საქართველოსთვის ისტორიული დღეა - მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერდა და ჩვენი გამარჯვება იზეიმეს, არენაზეც ბევრი ქართველი მოვიდა. საქართველოს უკვე ჰყავს ჩემპიონი და ეს ჩემი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს."
"შონ ო'მალი მოქმედი ჩემპიონია და იმედი მაქვს, რომ ქამარს შეინარჩუნებს, რათა მასთან მომიწიოს საჩემპიონო ბრძოლა. მინდა, რომ მას წავართვა ქამარი. დღეს დავინახე, რომ კარგი მოსაცმელი ეცვა" - მერაბ დვალიშვილი.
მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 10 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, რაც მოქმედ მებრძოლებში ისლამ მახაჩევის შემდეგ საუკეთესო შედეგია.















