UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მძიმე წონით დივიზიონში, სტიპე მიოჩიჩმა უპასუხაLagazzetta.ge-ს კითხვას მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის მოახლოებული ბრძოლის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონი ქამარს დაიცავს UFC 316-ზე, 8 ივნისს, ჩვენი დროით 06:00 საათიდან.
"სიმართლე გითხრათ, ბრძოლების ხშირი მაყურებელი არ ვარ. მხოლოდ რამდენიმე მებრძოლს ვადევნებ თვალს. ო'მალი? ის მაღალი დონის მებრძოლია, რომელიც ყოველთვის მზად არის. რაც შეეხება მერაბს, ვიცი, მის შესახებ, ის არის ძალიან ძლიერი, თანაც მხიარული.
უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ, დვალიშვილს მივწერე კიდეც. ჩემი აზრით, ის ამჯერადაც შეძლებს საჩემპიონო ტიტულის დაცვას."
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონობა მოიპოვა სწორედ "შუგასთან" ბრძოლაში, რის შემდეგაც მან ქამარი პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა. 9 თვის შემდეგ, "მანქანა" კვლავ უპირისპირდება მისთვის კარგად ნაცნობ ამერიკელ მეტოქეს.















