UFC 311-ის დასრულების შემდეგ, სადაც მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა, დაღესტნელს მებრძოლს ოქტაგონზე გასვლა 6 თვით აუკრძალეს.
ორთაბრძოლების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ნურმაგომედოვს ხელის მოტეხილობა დაუდგინდა და ტრავმის გამო სპორტულმა კომისიამ მას 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
შემოწმების შედეგად, სერიოზული დაზიანებები არ გამოუვლინდა მერაბ დვალიშვილს და ქართველი მებრძოლის შემთხვევაში, კომისია მხოლოდ 1 კვირიანი სავალდებულო დასვენებით შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს


















