მინიმალური ანგარიშით მოიგო "იბერია 1999-მა". თბილისელმა "თელავს" უმასპინძლეს. გამარჯვების გოლი შოთა ნონიკაშვილმა თავური დარტყმით, 44-ე წუთზე, გაიტანა.
ორბურთიანი სხვაობით მოიგო "დინამო თბილისმა". საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ანგარიში დომინიკ საიმონმა გახსნა, უპირატესობა კი ნიკა სიხარულაშვილმა გაზარდა.
პირველ ტურში ყველაზე უხვგოლიანი ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" დაპირისპირება აღმოჩნდა. მასპინძელმა "ტორპედომ" 4:1 გაიმარჯვა. მე-5 წუთზე სამტრედიელთა არგენტინელმა ლეგიონერმა, ერიკ ბარიოსმა ავტოგოლი გაიტანა, 3 წუთში ბიორნ იონსენმა ქუთაისელთა უპირატესობა გაზარდა.
30-ე წუთზე გიორგი არაბიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი "ტორპედომ" 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში
იონსენმა დუბლი გაიფორმა. სამტრედიელებმა ანგარიშის შემცირება 76-ე წუთზე შეძლეს. ომრან ჰაიდარმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
ეროვნული ლიგის პირველი ტურის დასკვნითი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გორის "დილამ" "გაგრას" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. მატჩის მე-2 წუთზე ანგარიში ტაირელ ვაუტერმა გახსნა, 39-ე წუთზე კიფონ ლაიდსმანმა უპირატესობა გაზარდა.
ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები 6 და 7 მარტს გაიმართება.
6 მარტი
სამტრედია - კოლხეთი 1913 - 14:30 საათი, ეროსი მანჯგალაძე - სამტრედია;
ტორპედო - იბერია 1999 - 19:00 საათი, - რამაზ შენგელია - ქუთაისი;
თელავი - დინამო თბ. - 20:00 საათი კავკასიონი არენა - თელავი;
7 მარტი
სამგურალი - დილა - 17:00 - საფეხბურთო ცენტრი - წყალტუბო;
გაგრა - დინამო თბ. 21:00 - დავით პეტრიაშვილი - თბილისი;
ფოტო: დინამო თბილისი












