გოჩა უკვე დიდი ხანია, რაც MMA-შია, აქვს ქიქბოქსინგის გამოცდილებაც, ასევე ძალიან ბევრი ბრძოლა სამოყვარულო MMA-შიც. გოჩა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია სამოყვარულო და პროფესიონალურ MMA-ში. მიუხედავად იმისა, რომ Tapology-ზე გოჩას მხოლოდ 1-0 აქვს რეკორდი, სამოყვარულო კარიერაში გოჩას 10 ბრძოლაზე მეტი აქვს მოგებული, რაც უზარმაზარი გამოცდილებას ნიშნავს. პროფესიონალური კარიერა კი შაინიძემ 2022-ში დაიწყო და დღემდე 6 ბრძოლა გამართა - არცერთში არ დამარცხებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ქიქბოქსინგის გამოცდილება აქვს, მისი აშკარა ძლიერი მხარე მისი ჭიდაობა და გრეპლერია, ასეთი სტილის მებრძოლების გმაოზრდა ბათუმის საბრძოლო აკადემიის ხელწერად იქცა.
გოჩას სასწაული და მეტოქისთვის აუტანელი ჭიდაობა აქვს, თანმხლები დიდი წნეხი და პრესინგი მასთან ჩხუბს აუტანელსა და გაუსაძლის ხდის. მას ამ ყველაფერში ფიზიკური მომზადებაც ხელს უწყობს. გოჩას თავისუფლად შეუძლია 5-რაუნდიანი ბრძოლის გამართვაც.

როგორც წესი, მებრძოლებს, რომელთაც ზრდიან და რეკორდი 6-0 აქვთ, ოპონენტები არასდროს გამოირჩევიან კარგი რეკორდებით, მაგრამ გოჩამ ეს გზა ძალიან რთულ მეტოქეებთან გაიარა. ჯამურად მისი მეტოქეების რეკორდი 35 მოგებასა და 11 მარცხს მოიცავს. უკვე მესამე ბრძოლიდან, მაშინ, როდესაც მისი რეკორდი 3-0 იყო მან დაამარცხა 14-6-იანი სომეხი მებრძოლი. მის მეხუთე ჯახში გოჩამ 7-2-იანი მეტოქე პირველივე რაუნდში დაამთავრა და GFC-ის ქამარი მოიპოვა.
საბოლოოდ გოჩამ ქამარი 2024-ის სექტემბრში ძალიან ძლიერ და გამძლე ბრაზილიელთან დაიცვა, რომლის რეკორდიც 11 მოგებასა და მხოლოდ 3 მარცხს მოიცავდა. 5-რაუნდიან მძიმე ბრძოლაში გოჩამ ხუთივე რაუნდის წამოღება მოახერხა.
ახლა კი დადგა დრო და გოჩა პირველად გადის საზღვრებს გარეთ - ჩინეთში ადგილობრივ ვარსკვლავს დაუპირისპირდება. ჯინბო ლის კარიერაში 5 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს, აქცენტირებული სტრაიკერია და გოჩასნაირი გამოცდილება საერთოდ არ აქვს. მაშინ, როდესაც გოჩა მონსტრებს ამარცხებდა, ჩინელი მებრძოლის მეტოქეები არაფრით გამორჩეული მებრძოლები იყვნენ. უკანასკნელ ბრძოლაში კი მან დაამარცხა მებრძოლი, რომლის რეკორდიც 3-8 იყო. კარიერის ერთადერთი მარცხი ჯინბომ 2023 წლის ოქტომბერში იწვნია - ამერიკანათი 3-9-იან მებრძოლთან.

ჩემი აზრით, გოჩას მეტოქე არის ადგილობრივი ორგანიზაციის JCK Fight Night-ის ვარსკვლავი, რომელსაც ზრდიან, თუმცა გოჩასთან მას შანსი არ ექნება. აქცენტირებული სტრაიკერია, რომელსაც გოჩა ჭიდაობით მარტივად გადაუვლის და პირველად იტყვის დიდ სიტყვას საერთაშორისო ასპარეზზე. გოჩასთვის UFC-ის პერსპექტივა დროის ამბავია, მანამდე კი აუცილებელია, რომ ყველა ქართველმა უგულშემატკივროს ასეთ მებრძოლს და კომპანიებმაც მეტი ინტერესი გამოხატონ მისი დასპონსორებით, რათა მსგავსი ტალანტი რაც შეიძლება მალე მიიყვანონ უმაღლეს მწვერვალამდე.















