"მე და მერაბი ერთად ვართ ისლამისა და უმარის წინააღმდეგ? კი, ნამდვილად ასეა. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მე დავიბადე საქართველოში, დვალიშვილთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ერთადაც გვივარჯიშია. იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ, გამარჯვებებს კი ქართული და სომხური ცეკვებით აღვნიშნავთ.
ჩემი ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ. იქ უფრო ხშირად ჩავდივარ, ვიდრე სომხეთში", - განაცხადა ახალქალაქელმა მებრძოლმა. შეგახსენებთ, რომ ხუთი წლის წინ, ცარუკიანს UFC-ში დებიუტი სწორედ მახაჩევის წინააღმდეგ ჰქონდა. მომავალ ჩემპიონთან მან მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო.
















