ამერიკელმა მსუბუქწონოსანმა - ჯასტინ გეიჯიმ (26-5 MMA, 9-5 UFC) ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა, რადგან UFC-მა ჩარლზ ოლივეირას სატიტულო ბრძოლა, მის ნაცვლად, ილია თოფურიასთან ჩაუნიშნა. UFC-ის ვეტერანი - მაიკლ კიეზა კი მიიჩნევს, რომ ჯასტინის დამოკიდებულება სამართლიანია, რადგან იგი ზემოხსენებული დივიზიონისთვის მიძღვნილი ძალისხმევის გამო, სათანადო დაფასებას - სატიტულო ბრძოლას იმსახურებს.
"ზოგი იძახის,რომ ილიას შემდეგი მეტოქე პიმბლეტი იქნება, ზოგს კი გეიჯი ჰგონია. ჯასტინს ბრძოლა თოფურიასთან რომ ჩაენიშნოს - დიახ, მისთვის ეს ნამდვილად რთული დაპირისპირება იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი, ეს შეხვედრა ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად მიმაჩნია. ჩემი აზრით, UFC-მა გეიჯის ეს შანსი უნდა მისცეს, რადგან ამ ტიპმა ეს ყველაფერი საკუთარი სისხლითა და შრომით დაიმსახურა. წლების განმავლობაში, მისი მთავარი მიზანი ფანებისთვის სასურველი, სანახაობრივი ბრძოლის მიცემა გახლდათ, ახლა კი იგი ახალგაზრდა აღარაა, პედის ყველაფერი წინ აქვს. რაც შეეხება ცარუკიანს, სატიტულო ბრძოლა რომ დაიმსახუროს, კიდევ ერთი მოგება სჭირდება."
ამჟამად "ელ მატადორის" პოტენციურ მეტოქეებად ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი მიიჩნევიან. რაც შეეხება ღონისძიების ადგილს, ილია ქამარს დიდი ალბათობით თეთრი სახლის ივენთზე დაიცავს.















