GFC-ი არენამ GFC-ის 37-ე ღონისძიებას უმასპინძლა. გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო 8 ორთაბრძოლა იხილა. მთავარ დაპირისპირებაში დიმიტრი ბოლქვაძემ ბრაზილიელი რობსონ ლიმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ყველა ქართველმა მონაწილემ, რომელსაც უცხოელი მეტოქე ჰყავდა, გამარჯვება მოიპოვა.
თაზო ჩილინდრიშვილმა აზერბაიჯანელ კამილ გამბაროვს აჯობა, გიორგი ჟვანია სომეხ ალბერტ გრიგორიანზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო მარიამ ნანავამ უზბეკი მიბინახონ მამსიდიკოვა დაამარცხა.
რაც შეეხება ქართველების დაპირისპირებებს, გიგა ხუფაცარიამ - დავით ხვიტიას, გიორგი სორდიამ - გიორგი მაღრაძეს და გურამ თიბილაშვილმა გულად დიასამიძეს მოუგო.















