28 მარტს, თბილისში, GFC არენაზე, MMA-ის გულშემატკივრებს საინტერესო სანახაობა ელით. GFC რიგით 37-ე ღონისძიებას ჩაატარებს.
ივენთზე ჯამში 8 ორთაბრძოლაა ჩანიშნული, 5 MMA-სა და 3 კრიობის წესებით.
ქარდის ქვემთავარ ბრძოლაში, კრიობის პროფესიონალური მატჩი შედგება, სადაც გიგა ხუფაცარია და დავით ხვიტია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხოლო მთავარ ბრძოლაში დიმიტრი ბოლქვაძე ბრაზილიელ რობსონ ლიმას წინააღმდეგ იასპარეზებს, GFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, დივიზიონი შეიცვალა და ქარდის ჰედლაინერად მოგვევლინება სამრაუნდიან ორთაბრძოლაში.
გულშემატკივრებს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა Biletebi.ge-ზე შეუძლიათ. ივენთი 28 მარტს 20:00 საათზე დაიწყება.















