დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე ოქტაგონში დაბრუნდება 14 დეკემბერს, UFC Vegas 112-ზე. მისი მოწინააღმდეგე კევინ ვალეხოსი იქნება. რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მებრძოლის არგენტინელი მეტოქის შესახებ? მის ანგარიშზეა 17 ჩხუბი, 16 მოგება და 1 წაგება. კონკრეტულად მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში "ელ ჩინომ" 2/2 ბრძოლა მოიგო.
მიმდინარე წლის 15 მარტს 23 წლის მებრძოლმა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა სონ ვუ ჩო, ექვსი თვის შემდეგ კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დენი სილვა. რაც შეეხება ვალეხოსის საბრძოლო სტილს, მოგებების უმეტესობას, უფრო კონკრეტულად კი 11-ს მან ნოკაუტით მიაღწია.
არგენტინელმა მებრძოლმა შვიდ შემთხვევაში ნოკაუტით იმარჯვა პირველივე რაუნდში, ოთხჯერ კი მეორეში. გამოსარჩევია ისიც, რომ ახალგაზრდა მებრძოლს ზედიზედ 5-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. კევინმა ბოლოს წააგო 2023 წლის სექტემბერში,Contender Series-ში, ჯინ სილვასთან.















