ამის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ უგანდელი მებრძოლს ზედიზედ სამ ბრძოლაში მარცხი არ აქვს. ის ტოპ 15-ში ჯერჯერობით არ არის და "ნინძას" წინააღმდეგ ჩხუბი "მდუმარე ასასინისთვის" ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ელიტაში შესვლის კარგი შესაძლებლობაა.
შეგახსენებთ, რომ ჭიკაძის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა UFC-304-ზე, სადაც ის არნოლდ ალენთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

















