ბრაზილიელმა სპორტსმენმა და ქვესაშუალო წონის კონტენდერმა გილბერტ ბარნსმა, რამდენიმე საათის წინ, კოვინგტონთან ჩხუბის ინიციატივა ინტერნეტ სივრცეში გამოხატა.
"აპრილში? მაიამიში?" - დაპოსტა "დურინიომ" სოციალურ ქსელში, რომელსაც თან კოლბის ფოტო დაურთო.
April? Miami? pic.twitter.com/1b082zYTj0
— GILBERT BURNS DURINHO (@GilbertDurinho) December 19, 2024
კოლბი კოვინგტონი ამჟამად რეიტინგში მეცხრე ადგილზე, ხოლო ბარნსი მერვეზეა, რაც მათ შეხვედრას ბევრად პოტენციურსა და ლოგიკურს ხდის. ამავდროულად, საერთო ფაქტი ორივე ათლეტის კარიერის შესახებ ისაა, რომ უკანასკნელ პერიოდში ისინი არც თუ ისე წარმატებულები არიან. ბარნსს ბოლო 3 ბრძოლა აქვს მარცხით დასრულებული, ხოლო კოლბის - უკანასკნელი ორი. საინტერესოა, აღმოჩნდება თუ არა ეს იდეა დანა უაითის მხედველობაში და ვიხილავთ თუ არა ამ ორი მოჩხუბრის ბრძოლას 2025 წელს.















