საბა სოზაშვილის ახალი რუბრიკის — გაიცანით ქართველი მებრძოლის — პირველ გამოშვებაში გოჩაზე უფრო ვრცლადაც მოგიყევით. შაინიძე ძალიან ძლიერი გრეპლერი და მოჭიდავეა, სწორედ ამ იარაღის გამოყენებით დაჯაბნა მან ჯინბო ლიც. 15 წუთის განმავლობაში GFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მუდმივი წნეხისა და ელიტარული გრეპლინგის გამოყენებით ჩინელ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საერთაშორისო ასპარეზზე შთამბეჭდავი გამარჯვებით გაიჭრა.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შაინიძისა და მისი მწვრთნელის, ხვიჩა ქორიძის, საბრძოლო სტრატეგია. ჯინბო ლის წინააღმდეგ შერჩეულმა გეგმამ ზედმიწევნით ზუსტად იმუშავა და სასურველი შედეგი მოიტანა.















