UFC London Fight Night-ზე გურამ ქუთათელაზე კაუე ფერნანდესთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სწორედ ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირებამ გახსნა. რაც შეეხება ბრძოლის მიმდინარეობას, მეტოქე დომონირებდა დებიუტიდანვე და ეს ფაქტი "ვიკინგის" ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახა.
33 წლის მებრძოლმა მიიღო არაერთი დაზიანება, როგორც ფეხებში, ისე სახის არეშიც. ამ ყველაფრის შედეგად, ის დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მე-18 ჩხუბი ქუთათელაძის კარიერაში, 13-ჯერ მან მოიგო, 5-ჯერ კი წააგო.