ილიასა და ქვემსუბუქი წონის ახალგაზრდა კონტენდერის - მოვსარ ევლოევის დაპირისპირება თავდაპირველად 2022 წელს ჩაინიშნა, თუმცა ეს შეხვედრა ევლოევის ტრამვის გამო ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, მათი ბრძოლის იდეას გულშემატკვირები დღესაც აქტუალურად განიხილავენ.
უკანასკნელად, ევლოევმა ინტერვიუ "Home Of Fight"-თან ჩაწერა, სადაც ილიას პოტენციურ ბრძოლაზე და მათი შეხვედრის ალბათობაზე ისაუბრა.
66 კგ-ში მან თითქმის ყველა დაამარცხა და ჩემს თავს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ძლიერია. ჩვენ შორის დიდი კითხვის ნიშანი დგას, რადგან ერთმანეთის წინაშე ჯერ არ დამდგარვართ. ბრძოლა 70 კილოგრამშიც რომ მომიწიოს, ხალხს დავანახებ, თუ ვინაა ყველაზე ძლიერი." - განაცხადა ინგუშმა სპორტსმენმა თოფურიაზე.
ამ თემასთან ერთად, ევლოევი გულშემატკივართა შორის გავრცელებულ "დაღესატანი 🆚 საქართველოს" ტენდენციასაც შეეხო.
"მე უბრალოდ ვერ ვხვდები, თუ რატომ ლაპარაკობენ "დაღესტანი საქართველოს წინააღმდეგ" თემაზე. ეს ფანებისათვის კარგი არაა, რადგან ისინი უაზრობების საუბარს იწყებენ. ამჟამად საქართველოს ორი ჩემპიონი ჰყავს. ინგუშებს ქართველები გვიყვარს და მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მეზობლები ვართ, ინგუშეთიდან საქართველომდე მხოლოდ 2 საათის გზაა და ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიმყოფებით. ამიტომ, არ მომწონს, როცა ხალხი ამ თემაზე ცუდად ლაპარაკობს.
მე ისლამს ვგულშემატკივრობ, რადგან ის ჩემი ძმაა და დიდი ხანია ვიცნობ, ხოლო რაც შეეხება ილიას - ის ჩემი მსხვერპლია და ისლამმა სულ რომ 10-ჯერ სცემოს, მაინც უნდა დავამარცხო." - მოვსარ ევლოევი
საინტერესოა, რა სახის ცვლილებებს ვიხილავთ ინგუში მებრძოლის კარიერაში და შეერკინება თუ არა იგი ქართველ ჩემპიონს ახლო მომავალში.
მილიონობით დოლარი ერთ ბრძოლაში! MMA-ს რომელი ორგანიზაცია იხდის ყველაზე დიდ თანხას?















