ეს ილიაზე მეტად არავის უნდოდა, მაგრამ მას შანსი არ მისცეს. როგორც დიეგო ლოპესმა თქვა, UFC-ს არ მოსწონს ორმაგი ჩემპიონობის ამბები და თუ ჩემპიონს ახალი ქამრის მოპოვება უნდა მებრძოლს ავალდებულებენ, რომ ქამარი ვაკანტური გახადოს, რათა არ მოხდეს ქვედა დივიზიონის დაყოვნება.
ილია წონას უკვე ვეღარ აფიქსირებდა და ეს მის ჯანმრთელობას უტევდა. ილიამ არაერთხელ თქვა, რომ წონის შეცვლას აპირებდა. აქამდე ეს იმიტომ გააჭიანურა, რომ ორმაგი ჩემპიონი გამხდარიყო, თუმცა რახან UFC-მა მას შანსი არ დაუტოვა, ილიამაც Lightweight-ში ასპარეზობა გადაწყვიტა, რადგან 145 ფაუნდს ის უბრალოდ ვეღარ აფიქსირებდა. თუმცა, აქ კიდევ ერთ საკითხია, რაც ძალიან საინტერესოა.
ვინ არის შემდეგი - ისლამ მახაჩევი?
ჩემი აზრით, არა. ისლამი რომ შემდეგი იყოს, მაშინ ქვემსუბუქი წონის ქამრის ვაკანტურობა აუცილებელი არ გახდებოდა. მეტიც, ქამარი ქამრის წინააღმდეგ საინტერესო ბრძოლა გამოვიდოდა, ორი ჩემპიონის დაპირისპირება UFC-საც აწყობდა. ქამრის გავაკანტურებასაც ორგანიზაცია მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვდა. მაგრამ, ისლამ მახაჩევმა და მისმა მენეჯერმა განაცხადეს, რომ არ უნდათ კიდევ ერთ „პატარა კაცს“ - ქვედა წონიდან ამოსულ მებრძოლს მისცენ შანსი. იდეაში, ეს ლოგიკურია. კი, რახან ილიას ვგულშემატკივრობთ და გვინდა, რომ მან მახაჩევი დაამარცხოს, მაგრამ ისლამის ადგილას, მებრძოლს, რომელსაც ასევე სურს ორ დივიზიონში ქამრის მოპოვება და რომელმაც ქვემსუბუქწონოსან ჩემპიონს უკვე ორჯერ მისცა შანსი, ასევე უნდა, რომ დროულად მოსინჯოს შანსები ზედა წონაში, თან მახაჩევი პატარა აღარ არის.

უმაღლეს დონეზე დაღესტნელს უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, მან რაც შეიძლება მეტი უნდა მოასწროს და საკუთარი კარიერისთვის მაქსიმალურად მომგებიანი ბრძოლები აიღოს. იმის გათვალისწინებით, რომ დასტინ პორიესთან თუ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ომები უკვე გამოიარა და მსუბუქ წონაში დიდი სახელიც უკვე მოიხვეჭა, ახლა მისი ყურადღება ლეგენდის სტატუსის განმტკიცებისკენ სრულადაა მიმართული. შესაბამისად, ილიამ Lightweight-ში სატიტულო ბრძოლის მისაღებად ამ წონაში ჯერ განაცხადი უნდა გააკეთოს.
თუ არა მახაჩევი, მაშინ ვინ?
თუ არა მახაჩევი, მაშინ ვინ?
ჩემი აზრით ეს დასტინ პორიე უნდა იყოს, მაგრამ ამ სუბიექტურად ვმსჯელობ. როგორც MMA-ის გულშემატკივარს ამ ბრძოლის მე ძალიან მინდა, მაგრამ ერთი ფაქტორია, რომ პორიე სტრაიკერებთან ძალიან მაგრად იბრძვის და თან მსუბუქ წონაში გამოსასვლელად ბევრსაც იკლებს, შესაბამისად, ოქტაგონზე ის საკმაოდ დიდი შედის და მძიმე დარტყმებიც აქვს. ცხადია, ილიას შანსებს არ ვუკარგავ და მეტიც, ილიას ფავორიტად დავასახელებდი, მაგრამ ამ დივიზიონში სტილისტურად მისთვის ბევრად უკეთესი მეტოქეებიც არსებობენ, რომელთა დამარცხების შემთხვევაშიც ილია ქამარზე გაიწევს.

ერთ-ერთი მათგანი ჩარლზ ოლივეირაა. ქართველებს მიღმა „დუ ბრონქსი" ჩემი საყვარელი მებრძოლია, მაგრამ ილიასთან ნულოვან შანსს ვაძლევ. დგომში ილია უმოწყალოდ დაჩაგრავს, დგომის ჭიდაობაში კი ჩარლზს ილიას წინააღმდეგ იარაღი არ აქვს. სავარაუდოა, რომ ბრაზილიელი თოფურიას მიწაზე გადაყვანას საერთოდაც ვერ შეძლებს. ერთადერთი ხიფათი, რაც ოლივეირასგან მოდის, მიწაზე გაცვლები და ქიქებია. ფეხში შეტევებს ილია როგორმე გაუმკლავდება, აი, მიწაზე კი ჩარლზს ნამდვილად უნდა მოერიდოს, ზუსტად ისე, როგორც რაიან ჰოლთან. ილიას საბრძოლო ინტელექტი არ აკლია და დარწმუნებული ვარ, რომ ოლივეირასთან ოქტაგონში გადაკვეთის შემთხვევაში სწორ გეგმას შეიმუშავებს, საბოლოოდ კი მას დაამარცხებს.
ვარიანტი არის ასევე ცარუკიანი, რომელსაც ასევე სჭირდება საჩემპიონო შანსის თავიდან მოპოვება. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ უარი თქვა ცარუკიანთან ბრძოლაზე. ამას ისიც დაემატა, რომ ილიას გუნდის თქმით, ილია არ აპირებს არც ცარუკიანთან და არც სხვა რომელიმე მებრძოლთან კონტენდერობის მოსაპოვებელი ბრძოლა გამართოს და მას მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა უნდა.
იმსახურებს ილია საჩემპიონო ბრძოლას მახაჩევთან?
რთული სათქმელია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მისი რეზიუმეთი მაინც იმსახურებს. კი, მას მხოლოდ ერთი დაცვა აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც ხარისხი რაოდენობას გადაწონის. მან ალექსანდერ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი მათსავე პრაიმში დაანოკაუტა. ორივე მებრძოლი ამ წონის საუკეთესო მებრძოლები არიან. შესაბამისად ილიას სტატუსი მსუბუქ წონის საჩემპიონო ბრძოლას ჰყოფნის.

როგორია ეს ბრძოლა დაღესტნელის გადმოსახედიდან?! - ილია ისლამისთვის დიდი საფრთხეა. თოფურია ძალიან უხერხული მეტოქეა მახაჩევისთვის, რომლის დამარცხების შემთხვევაში დიდი ქება მას არ მოჰყვება, რადგან ქვედა დივიზიონის მებრძოლი დაამარცხა. ილიასთან წაგების შემთხვევაში კი ისლამის მთლიანი კარიერა ეჭვქვეშ დადგება, რადგან ისედაც აქვს ისლამს კითხვის ნიშნები დატოვებული, როგორც პორიესთან, ვოლკანოვსკისთან პირველ მატჩში და ბოლო წამს ამოვარდნილი ცარუკიანის ჩამნაცვლებელ რენატო მოიკანოსთანაც. ისლამს თავისი კარიერის სრულყოფისთვის რაიმე მსუყე სჭირდება, რაც ან ცარუკიანი იქნებოდა ან ქვესაშუალო წონის ქამარი. მიუხედავად იმისა, რომ Featherweight დივიზიონი თავდაყირა დააყენა, ილია მსუბუქი წონისთვის მაინც ახალი სახეა, ისლამ მახაჩევის გეგმებში ილიასთან ბრძოლა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება არ ჯდებოდეს.
თანაც, წარმოიდგინეთ, ილია ქვესაშუალო წონის ჩემპიონია, შანსი აქვს რომ მსუბუქი ქამარზე იბრძოლოს, ამ დროს კი ხალხი მას Bantamweight-ის ჩემპიონთან, პირობითად, შონ ო’მალისთან (მერაბის და ილიას ჩხუბს თეორიულადაც არ ვუშვებ, თან ო’მალის და ილიას შორის ბრძოლა ხშირად განიხილებოდა) დაპირისპირებას სთხოვს. მე ამას უსამართლობად ჩავთვლიდი.
შესაბამისად, ჩემი აზრით შემდეგი ჩარლზ ოლივეირა უნდა იყოს და მისი დამარცხების შემდგომ აბუ დაბიში (ეს უკვე ფანტაზიაა) მახაჩევსა და თოფურიას შორის ბრძოლა გაიმართოს, სადაც ერთ მხარეს ძალიან ბევრი რუსი და მუსულმანი მაყურებელი, ხოლო მეორე მხარეს ესპანელი და ქართველი ქომაგები იქნებოდნენ. აქ კი კონორსა და ხაბიბს შორის რინგს მიღმა დაპირისპირება მონაგონი გახდებოდა და დარწმუნებული ვარ ამაში ბევრი დამეთანხმება.
რომელმა ჩემპიონებმა გადაწყვიტეს წონის შეცვლა?
ასეთი მებრძოლი ბევრი ყოფილა, მათგან რამდენიმეზე ვისაუბრებ. აუცილებლად კონორ მაკგრეგორით დავიწყებ, რადგან ირლანდიელი ამავე დივიზიონებში მოძრაობდა. მაკგრეგორს სიმაღლეზე მეტად ხელის წვდომი ეხმარებოდა, რომელიც ქვესაშუალო წონის ნორმაზე გრძელიც იყო. ასეთი კიდურები მას ძალიან ეხმარებოდა, და უფრო ეფექტურს ხდიდა მის სტრაიკინგს. წონის ცვლილებაც ეტაპობრივად მოახდინა, სწორედ მაშინ როდესაც Featherweight-მდე კლება უკვე ძალიან უჭირდა და ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა. ანუ, ზუსტად ისე, როგორც ილიას შემთხვევაში. კონორი ავიდა ახალ წონაში და ფენომენალურად გამოიყურებოდა, შესაბამისად, პრაქტიკაში გვაქვს იმის მაგალითი, რომ ქვესაშუალო წონის ჩემპიონს საშუალოშიც შეუძლია ქამრის მოპოვება.

ზოგადად წონის ცვლილებების დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ახალი დივიზიონი სრულიად ახალი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა წონით შენი მეტოქეების შესაბამისი. სხვა წონაში სხვა გაბარიტები, სხვა სისწრაფე და სხვა სტილებია. მაგალითად, თუ დააკვირდებით, Lightweight-ში მოჭიდავეები ბევრად უფრო მეტნი არიან ვიდრე ქვედა დივიზიონში, სადაც უფრო სტრაიკერები ან ჯიცერები არიან. ასევე გააჩნია სხვაობას წონით კატეგორიებს შორის. მსუბუქსა და ქვესაშუალოს შორის სხვაობა 7 კილოა, ასვლაც ძალიან რთულია, ამ ორი წონის მებრძოლების გაბარიტებს შორის კოლოსალური, ხშირად დრამატული სხვაობებია.
დივიზიონის ცვლილებას წარუმატებლობებიც ახლავს, თანაც ბევრად უფრო ხშირად. ამის ნათელი მაგალითია ისრაელ ადესანია და მისი მცდელობა მოეპოვებინა ქვემძიმე წონის ქამარი, როდესაც იგი იან ბლაჰოვიჩს შეხვდა. ადესანია მაშინ მხოლოდ წონითი სხვაობის გამო დაიჩაგრა.

წონის ცვლილება მარტივი საქმე არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, ილია თოფურია ყველა იმ კრიტერიუმსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც აუცილებელი და საჭიროა ამ მოცემულობაში მსუბუქ წონაში წარმატებაზე საფიქრალად.