სოციალური ქსელებიდან ვიგებთ, რომ არმან ცარუკიანსა და ილია თოფურიას შორის არსებული დაძაბულობა ისევ გრძელდება.
უკანასკნელად, X-ზე, ახალქალაქელი სპორტსმენი თოფურიას ინტერვიუს გამოეხმაურა.
"ნამდვილი კონტენდერისგან გაქცევა მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - შენ ჩემი გეშინია.
გულის სიღრმეში ზუსტად იცი, თუ რა მოგივა ჩემთან ერთად ოქტაგონში შემოსვლის შემთხვევაში."















