UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით დივიზიონში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ-ერთ პოდკასტში ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბის შესახებ ისაუბრა. წამყვანმა ჰკითხა "არწივს", იქნება თუ არა დაღესტნელი და ქართველი მებრძოლების დუელი მისი და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირების ტოლფასი, რაზეც ვეტერანმა საინტერესო პასუხი გასცა.
"იქნება თუ არა UFC-ში ჩემი და მაკგრეგორის მსგავსი დაპირისპირება? არ ვიცი, შეიძლება. ეს სპორტი ვითარდება, მებრძოლები იხვეწებიან, მაგრამ არ ვიცი, ვიხილავთ თუ არა ისეთ ჩხუბს, რომელიც სპორტის ფარგლებს გასცდება. ისლამი? ვერ ვხედავ სხვა მებრძოლს, რომელიც ასეთ ჩხუბში მისი მეტოქე იქნებოდა.
ილიას ვერ ვხედავ კონორის ალტერნატივად, რადგან ის კარგი ბიჭია, უბრალოდ ცდილობს თავი მოგვაჩვენოს ისეთ ადამიანად, როგორიც სინამდვილეში არ არის. დიახ, ორი კარგი ბიჭი ასეთი ჩხუბის მონაწილე ვერ იქნება. საინტერესო არის მათი საბრძოლო სტილების დაპირისპირება, მაგრამ მტრობა მათ შორის არ იქნება.
მახაჩევისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე არის არა თოფურია, არამედ მადალენა. მისი გაბარიტები ორჯერ უფრო დიდია, კრივი და გრეპლინგი კი ძალიან კარგ დონეზე აქვს. ჯეკსა და ქართველ ჩემპიონს შორის, პირველ ვარიანტზე უფრო ვფიქრობ."















